ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სპეცრაზმელი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ოჯახის წევრზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ სპეცრაზმელს სასამართლომ 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და -ს თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა.
ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი მტკიცებით, კონფლიქტი ოჯახში, გარეშე პირების ჩარევით ხდებოდა
გამოძიების ინფორმაციით, 2023 და 2024 წლებში ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე. ასევე, მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.
სპეცრაზმელს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.