ცნობილია, რომ ეს სააკაშვილის რეჟიმის კარგად დამუშავებული მეთოდი იყო – “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესარიონ ხვინთელიანმა ისაუბრა. ბესარიონ ხვინთელიანის განცხადებით, მოგვიანებით ციხეში ყოფნისას შეიტყო, თუ რატომ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს კარგი საინვესტიციო პირობები, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩაედო ბიზნესმენს, რათა შემდეგ დაეჭირათ და წაერთმიათ.
„მოგვიანებით ციხეში გავიგე რეჟიმს თუ რატომ ჰქონდა კარგი საინვესტიციო პირობები, უდავოა რომ, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები უნდა ჩამედო, რათა შემდეგ დავეჭირეთ და წაერთმიათ. ალბათ ეს მხოლოდ ჩემს მიმართ არ იყო, რა თქმა უნდა. ცნობილია, რომ ეს სააკაშვილის რეჟიმის კარგად დამუშავებული მეთოდი იყო. ხალხის გაღატაკება, სამშობლოდან იძულებით გაძევება პურის ფულის შოვნისთვის და უცხოელების მასიური შემოყვანა და მოქალაქეობის მიცემა. და რისთვის?! – ალბათ იოლი მმართველობისთვის. მე კი დან რუსეთში წავედი და 40 წლის შემდეგ ოცნებად მქონდა საქართველოში გადმობარგება დან.
რეჟიმმა ეს, რა თქმა უნდა, იცოდა. მან ასევე იცოდა ჩემი წარმატებული მატერიალური და ფინანსური მდგომარეობა, მე კი დიდი ენთუზიაზმით დავიწყე ევროპიდან საქართველოში მსხვილი ინვესტორების ჩამოყვანა, რეკლამას ვუწევდი ცემს მიერ შეძენილ და სხვა საინვესტიციო პროექტებს. რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და შედგა მემორანდუმი ამ თანხაზე, 750 000 000 დოლარის ინვესტიციის მოზიდვა საქართველოში. მეორე დღეს ამ შეთანხმების აღსანიშნავ ბანკეტზე რესტორან ბაბილოში, სადაც დარეგისტრირებული ახალი კომპანიით და სხვა დოკუმენტებით მივედი ათი სპეცდანიშნულების მანქანით და პაპარაცების თანხლებით, უცხოელი ინვესტორების წინაშე დამაპატიმრეს. ალბათ იცოდა მათმა გუნდმა რომ დიდი დრო არ ჰქონდათ დარჩენილი, არ დაელოდნენ ინვესტიციას და აქედან დაიწყეო ჩემზე ეს ყველაფერი – დაპატიმრება და წამება“,- განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.
Previous: უკადრებელი იკადრა – ზურაბ პოლოლიკაშვილზე
Next: როცა ევროკავშირის ელჩი ს წინ ხალხს მოუწოდებს, რომ სისხლიანი პოლიტიკოსები, აგენტურა უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა და ვენის კონვენციის ძალიან უხეში დარღვევა

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა