ცესკო-ს საარჩევნოდ, სპეციალური მარკერები კომპანია “სმარტმატიკმა” გადასცა – ადმინისტრაციის განცხადება

საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა.”- აცხადებენ ცენრტრალურ საარჩევნო კომისიაში.
“აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.”- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ