ჩრდილოეთ პაკისტანში შეიარაღებული პირები ავტობუსს დაესხნენ თავს და 8 ადამიანი მოკლეს

ჩრდილოეთ პაკისტანში, ქალაქ ჩილასთან, ავტობუსს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 8 მგზავრი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა.
რეგიონული მთავრობის სპიკერმა მუჰამედ ალი ჯოჰარმა განაცხადა, რომ ბოევიკებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, სროლის მოტივი უცნობია.