ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა

ჩინეთმა ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ და ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლაიონელ აინგიმეამ პეკინში გამართულ ცერემონიაზე ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და ნაურუ გეოგრაფიულად ერთმანეთისგან შორს არიან და უზარმაზარი ოკეანეებით არიან დაშორებულები, ორი ხალხის მეგობრობას დიდი ისტორია აქვს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ჩინეთსა და ნაურუს შორის ელჩების დონეზე კავშირები დაუყოვნებლივ განახლდება. შეგახსენებთ, ტაივანის საპრეზიდენტო ს შემდეგ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ ტაივანთან კავშირი გაწყვიტა.