“ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ – არა რუსულ კანონს! კი – ევროპას!” – ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი , სოციალურ ქსელში, წერს:
დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი – ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა. ამ იდეისთვის საუკუნეთა მანძილზე ვიბრძოდით, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიყავით ტრაგიკულად მარტო. დღეს დაძლეული გვაქვს ეს ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა: გვყავს ნამდვილი მეგობრები – ევროპული ქვეყნები, , რომელთაც დაიჯერეს ჩვენი სულისკვეთების და ფართოდ გაგვიღეს თავისი სახლის კარები!
ამ მონაპოვარს ვერ დავკარგავთ!
მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის ძალის. ის ისე ნათლად გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობდით ფეხბურთელთა ამ მშვენიერ გამარჯვებას. ასე სახალხოდ ვზეიმობდით იმიტომ, რომ ვაცნობიერებდით – ეს არ იყო მხოლოდ სპორტული მოვლენა, არამედ ევროპაში შესვლის რეპეტიცია! ის სიხარული ჩვენი ერის სულიერი ენერგიის ბუნებრივი გამოვლინება იყო!
მას ვერავითარი ხელისუფლება ვერ წაგვართმევს.
ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით, როგორც იმ დღეს, ჩვენი ბიჭების გამარჯვების დღეს, შევაბიჯებთ ევროპაში!
ამიტომაც:
არა რუსულ კანონს! კი – ევროპას!

ასევე დაგაინტერესებთ

აეროპორტების გაერთიანება – აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა