ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.
„ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რასაც სტრატეგიულ მოთმინებას ვუწოდებთ და რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ადვილი არ არის. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ს ფედერაცია აწარმოებს ში მიმდინარე ომს.
საქართველოსთვის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. ამიტომ, ჩვენ ვატარებთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, პრაგმატულ პოლიტიკას. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი ზოგიერთ აუდიტორიას ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, ჩვენ კი პროქართულები ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა, მაგრამ მათ სხვა ინტერესი აქვთ, ჩვენს ოპონენტებს ქვეყნის შიგნით და მათ ლობისტებს საზღვარგარეთ. მათ სხვა ინტერესი აქვთ – ჩვენს ირგვლივ შექმნან რაღაც ახალი კონფლიქტები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა