ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს! – რას წერს საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის მეუღლე

“წარმოდგენა არ მაქვს როგორი ბედისწერით დავიბადე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არსებობდა ის ერთი ვისაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო თუნდაც ერთი გაღიმებით, ერთი ჩახუტებით. რა საოცრებაა ვისაც მართლა ესმის შენი, ვინც გრძნობს შენი გულის ამინდებს, საჭირო დროს რომ შენს გვერდით აღმოჩნდებოდა, დადებით ენერგეტიკას რომ ატარებდა, კეთილი თვალებით სითბოს და სინათლეს რომ ასხივებდა, ჩემი გამზევება რომ შეეძლო, სიკეთისფერი ადამიანი რომ იყო და ბედნიერება მოქონდა…

აი სწორედ ასეთი იყავი ჩემო მიშო. ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“- წერს ასურეთთან, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული ოპერატორის მეუღლე.

სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა.

“წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და პილოტების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან თაქთაქიშვილი: ზაზა მესხი- ნიდერლანდებში მცხოვრები ჩვენი საქართველოს შვილი-შოვის ტრაგედიას რომ შეეწირა თავის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად! მისი არქივი მისი ყოფილი მეუღლისაგან მივიღე