“ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო”- რას ამბობს ხატია ბუნიათიშვილი CNN-თან ინტერვიუში

CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ხატია ბუნიათიშვილმა ისა­უბ­რა და თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვი­ან­თი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გამო ის­ჯე­ბი­ან.

“სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია საკ­მა­ოდ რთუ­ლია და, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ერთი პა­ტა­რა, მაგ­რამ მშვე­ნი­ერ და კულ­ტუ­რუ­ლად და ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან მდი­დარ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მშვი­დო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უწევ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ორი რამ არის ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დი­ლე­მის წი­ნა­შე იდგა და ეს ყო­ველ­თვის რთუ­ლი იყო.

დღეს რა­საც ვხე­დავთ, მტკივ­ნე­უ­ლია, რად­გან ვხე­დავ, რომ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი – ქუ­ჩებ­ზე ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან – ისი­ნი რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს გულ­წრფელ, პა­ტი­ო­სან ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლებ­მაც რე­ა­ლუ­რად თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს და სურთ, რომ და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი იყ­ვნენ. ისი­ნი, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­ანთ სურ­ვილს გა­მო­ხა­ტა­ვენ, უბ­რა­ლოდ, აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის­თვის…

უბ­რა­ლოდ გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ის­ჯე­ბი­ან თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნის გამო, თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლის გამო, რომ სა­კუ­თა­რი აზრი გა­მო­ხა­ტონ”, – ამ­ბობს ხა­ტია ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აბსოლუტურად ლოგიკურია, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები

სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით საქართველოს 750 მოქალაქეს ეთქვა უარი პოლონეთში შესვლაზე, მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რა ესაქმება 150-კაციან აქციებზე 5-6 უცხოელ მოქალაქეს, ამაზე უნდა გასცეს შესაბამისმა სახელმწიფომ პასუხი