“ჩელსის” დიდი ალბათობით, ენცო მარესკა გაწვრთნის

“ჩელსის” დიდი ალბათობით, “ლესტერის” ამჟამინდელი დამრიგებელი ენცო მარესკა გაწვრთნის, ამის შესახებ ინფორმაციას დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.
ბრიტანელი ჟურნალისტის ცნობით, “ლურჯებმა” “მელიებისგან” უკვე აიღეს ნებართვა, რომ იტალიელ სპეციალისტთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმონ.
“ჩელსი” მარესკას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, “ლესტერს” კი კომპენსაციის სახით დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაუხდის.
მარესკამ “ლესტერი” 2023 წლის იანვარში ჩაიბარა, გუნდს ჩემპიონშიპი მოაგებინა და პრემიერლიგაში დააბრუნა. მანამდე კი “მანჩესტერ სიტიში” პეპ გვარდიოლას ასისტენტი გახლდათ.