ჩაბრაძე კარიერას ირანულ კლუბში გააგრძელებს

27 წლის მცველი გრიგოლ ჩაბრაძე ირანის ისპაჰანის “ზობ აჰანში” გადავიდა.
ჩაბრაძე “საბურთალოში”, “თელავში” და ს “დინამოში” თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული, ახალ გუნდში კი ერთადერთი ლეგიონერი იქნება.
“ზობ აჰანი” 20-ათასიან “ფულად შეჰრზე” ასპარეზობს, ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილზეა და 28 თებერვალს “პერსეპოლისს” უმასპინძლებს, რომლის ღირსებასაც გიორგი გველესიანი იცავს. როგორც იტყობინებიან, ჩაბრაძე ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.