შს მინისტრის მოადგილე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – მარია თეოდორუსთან შეხვედრა გამართა.

მარია თეოდორუსმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ახალი ატაშე – სტეფანოს ლიკოპილოსი წარუდგინა, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახლახანს შეუდგა.

ალექსანდრე დარახველიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე
ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში – „ზღვის მცველი“ ფარგლებში, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების განთავსების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის რესპუბლიკის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში