შსს: 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ 12 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე კიდევ 12 ადამიანი დააკავა.
ქართული ოცნების შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ამ დროისთვის ჯამში 35 ადამიანია დაკავებული.
“გამოძიების ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირი შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისათვის ჯამში 35 პირია დაკავებული, რომელთა შორის არიან როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე ის მონაწილეები, რომელთაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინეს”, – თქვა მან ბრიფინგზე.
-მ ვებ-გვერდზე დაკავებულთა ინიციალები გამოაქვეყნა: ს.კ., ზ.ჭ., კ.კ., გ.ქ., გ.ყ., ს.ა., გ.კ., ა.ჩ., ლ.ჯ., ს.ტ., ლ.ი., ბ.ქ.
35 დაკავებულს შორის 30 – აქციის მონაწილეა, 5 კი მოძრაობა ეროვნული კრების წევრი – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, და ირაკლი ნადირაძე.