შოლცი: არასწორად გამოყენების შემთხვევაში Taurus-მა შესაძლოა, მოსკოვამდე მიაღწიოს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისევ განაცხადა, რომ არ სურს ს გადასცეს ფრთოსანი რაკეტები Taurus-ი, რადგან მათ ს ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. ამჯერად, შოლცმა კონკრეტულად მოსკოვი ახსენა.
სააგენტო dpa-ს ცნობით, 29 თებერვალს, დრეზდენში მყოფმა შოლცმა განაცხადა, რომ Taurus-ის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია და არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულ სამიზნეებამდე მოსკოვშიც მიაღწიოს.
ფედერალური კანცლერის თქმით, ამ ფრთოსანი რაკეტების გამოყენების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნებოდა გერმანელების მონაწილეობაც, რაც გამორიცხულია.
ოლაფ შოლცმა ადრეც განაცხადა, რომ უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა ომის ესკალაციას გამოიწვევს, რადგან რაკეტას შეუძლია რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს. ამ ფრთოსან რაკეტებს გერმანულ-შვედური კომპანია Taurus Systems-ი აწარმოებს.
უკრაინა მუდმივად აცხადებს, რომ ძლიერი, თანამედროვე იარაღი მხოლოდ თავისი ტერიტორიის დასაცავად სჭირდება.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T. 2024 წელს გერმანია უკრაინას გაუწევს 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი პრემიერს – მეგობრებს დებატებში არ იწვევენ – ხვალ არის კანონპროექტის განხილვა კომიტეტზე და მოდი, განვიხილოთ, თუ გინდა გარეთ მყოფ ხალხს გაესაუბრე, თუ გინდა შიგნით შემოდი, დაგელოდებით

პრემიერი – გაგებით ვერ მოვეკიდებით ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ