შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას TAURUS-ის ტიპის რაკეტებს არ გადასცემს

ს თქმით, გერმანია ს Taurus-ის ტიპის რაკეტებს არ გადასცემს, რადგან ამ ნაბიჯმა შესაძლოა გერმანიის ომში ჩართვის რისკები გაზარდოს.
“მე მაოცებს ის, რომ ზოგიერთი ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ მსგავსმა ნაბიჯმა შესაძლოა გერმანიის ომში ნაწილობრივ ჩართვა გამოიწვიოს. ის რაც უკრაინას დღეს ჭირდება ყველა მანძილის ტიპის იარაღის ტყვია-წამალია და არა კონკრეტულად Taurus”. – თქვა შოლცმა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გერმანიის კანცლერი Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს ამბობს. შოლცის აზრით, იმ დისტანციის გათვალისწინებით, რომელთა დაფარვაც რაკეტებს შეუძლიათ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ს ტერიტორიაზე თავდასხმის შესაძლებლობა მიეცემათ.