შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მისი მხრიდან, შსს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მისი მხრიდან, მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
გვსურს, გამოვეხმაუროთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე განთავსებულ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.
განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავდა.
დაკავების შემდეგ, მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. თავდაპირველად ის გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შემდგომ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.
იზოლატორში მოთავსებამდე დაკავებული პირის მიმართ დაიწყო კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტო ბრძანება №423 – ით რეგულირდება.
პროცედურების გავლისას ელენე ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა მოთავსების კანონით განსაზღვრულ პროცედურების სრულად გავლაზე და იქცეოდა აგრესიულად. იზოლატორის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა და სამართლებრივი განმარტების მიუხედავად, ის კვლავ უარს აცხადებდა შემოწმებაზე.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაკავებულის მიმართ კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები.
აქვე განვმარტავთ, რომ შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
იზოლატორში მოთავსების პროცედურები აღბეჭდილია იზოლატორის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებზე. დაინტერესების შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესითა და დაკავებული პირის თანხმობით, შესაბამის ორგანოებსა და უფლებადამცველს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ არსებულ ვიდეო ჩანაწერებს.
ამასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ