შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში ძვირად ღირებული საათის გამო დააკავეს

ამერიკელი მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენში ჩაფრენიდან მალევე, აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Bild წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, შვარცენეგერს თან ჰქონდა ძვირად ღირებული საათი Audemars Piguet. როგორც მსახიობმა განაცხადა, საათი აუქციონზე უნდა გაეყიდა. შვარცენეგერი მიუნხენიდან ავსტრიაში, ქალაქ კიცბუელში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც მსოფლიო კლიმატის სამიტი მიმდინარეობს.
შვარცენეგერის წინააღმდეგ გამოძიება გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე დაიწყო. როგორც სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, მსახიობს საათი უნდა დაერეგისტრირებინა როგორც იმპორტირებული საქონელი.