“შენ ხარ უნიჭო და ხარ მონა” – ვის მიმართავს ნანუკა ჟორჟოლიანი

ქეთი ბოლქვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს გამოშვება “მთავარის” წამყვანმა, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ, გიგა გელხვიიძის მიმართ ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.

ის გადაცემაში “ბათუმელების“ დამფუძნებლის ეთერ თურაძის სტუმრობისას ამბობდა, რომ, თითქოს, თურაძე სტუდიაში შეიჭრა და მას გადაცემის წაყვანაში ხელი შეუშალა.

აღნიშნულ გადაცემის დაწყებამდე აჭარის ტელევიზიას მიკროფონი დარჩა ჩართული, სადაც გარკვევით ისმის ქეთი ბოლქვაძის ხმა, როგორ უყვება იგივე წამყვანი თანამოსაუბრეს, რომ ეთერ თურაძეს მისთვის გადაცემის წაყვანაში ხელი არ შეუშლია.

ფაქტს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:

“Keti Bolkvadze – შენ ხარ მატყუარა! იმიტომ რომ იცრუე, თითქოს ხელი შეგიშალეს გადაცემის წაყვანაში. ხმის გათიშვა დაგავიწყდა, სადაც ხაზგასმით ამბობ რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

შენ ხარ ჰომოფობი. იმიტომ რომ პ@@@@ტი უწოდე ჩვენს კოლეგას.შენ ხარ უნიჭო და ხარ მონა,” – წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას