“შემტევი პრემიერლიგიდან და აფრიკელი მცველის მეორედ მოსვლა” – დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა “ნაპოლის” ამ ორი ფეხბურთელის დამატება ურჩია

“ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ, Televomero-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა.
ალვინოს თქმით, ნეაპოლელები “ლივერპულის” შემტევის ფედერიკო კიეზასა და გუნდის ყოფილი ფეხბურთელის კალიდუ კულიბალის შეძენას უნდა ეცადონ.
“კონტესა და “ნაპოლის” ფედერიკო კიეზა ძალიან მოსწონთ. იტალიელს ამ მომენტში “ლივერპულში” სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, დასკვნების გაკეთება ნაადრევია, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ის ხელმისაწვდომი გახდება.
“პარტენოპეი” ცენტრალურ მცველს აუცილებლად დაიმატებს, რას იტყოდით, კულიბალი რომ დაგვებრუნებინა? აფრიკელი მალე “ალ ჰილალს” დატოვებს”, – განაცხადა ალვინომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” მორიგ შეხვედრას დღეს, კოპა
იტალიაზე “ლაციოს” წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.