შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში

შემაშფოთებელი და სამწუხაროა, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში
ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ კეზერაშვილი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ის იყო მაღალჩინოსანი, ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით.
„ყველამ იცის, რით არის კეზერაშვილი დაკავებული. ჯერ რით იყო დაკავებული, როცა იყო „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსანი, როცა იყო მინისტრი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი. ძარცვავდა ქართულ ჯარს, ბიზნესმენებს, ახლა არის დაკავებული ევროპაში პენსიონერების ძარცვით.
ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი გამოძიება წარიმართა, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ერთად და საბოლოო ჯამში, ყველაფერი დევს ხელისგულზე.
ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო არის ის, რომ ეს ადამიანი სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან აფინანსებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას საქართველოში, რასთან დაკავშირებითაც ყველამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ