“შემაშფოთებელია როდესაც ადეიშვილი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი, ხვდება ოფიციალური თანამდებობის პირებს” – ადეიშვილზე

“შემაშფოთებელია როდესაც ადეიშვილი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი, ხვდება ოფიციალური თანამდებობის პირებს” – ადეიშვილზე
“ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ასეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით. ეს აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენაა

ამ ადამიანებს ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები. ისინი მსჯავრდადებული არიან უმძიმესი დანაშაულების გამო. გარდა ამისა, არის სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული ადამიანები დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ BBC-მაც კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასეთ დროს, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელია.

როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ევროკავშირში ან ბერლინში ხვდება ოფიციალური თანამდებობის პირებს, ეს არის შემაშფოთებელი. ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს, საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული. იმისათვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები ალბათ იქნება მისაღები, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში” – ეს განცადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მან ასევე ისაუბრა ნაციონალური მოძრაობის ახალ კამპანიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ