შარლ მიშელი, ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი ვიქტორ ორბანს შეხვდებიან

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს დილით სამუშაო საუზმეზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდება, – ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები შეეცდებიან, უკრაინის საკითხზე უნგრეთის განსხვავებული პოზიციის ფონზე, წინსვლის გზა იპოვონ.
„ევროკავშირის ლიდერები ისტორიულ სამიტზე დასასწრებად ქალაქში იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი, უკანონო აგრესიული ომის ფონზე, უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ღია დივერსიას აწყობს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფსონი დადო, რომ დასავლეთი სუსტია და საბოლოოდ დათმობს – და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი წინასწარმეტყველება ახდეს. ევროპარლამენტში გერმანელი „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, იენს გეიერმა განაცხადა, რომ „ორბანის წყალობით, ს პრეზიდენტი ც სამიტის მაგიდასთან ზის. ამ ფონზე, დღეს დილით, საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და თავად ორბანს შეხვდება, რათა წინსვლის გზა იპოვონ“, -აღნიშნულია POLITICO-ს სტატიაში.
გამოცემის ცნობით, სამუშაო საუზმეს წინ უძღოდა წუხელ გამართული შეხვედრა შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცსსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის. შეხვედრის მიზანი სამიტამდე „საერთო ხაზზე“ შეთანხმება იყო.