შალვა ჩიკვილაძე: სამწუხაროდ ყველა “იზამს”, რაც არ უნდა ვარდისფერი სათვალით ვუყუროთ

“სანამ ჩვენი ჯიბიდან იმ ხალხისთვის, რომლებიც შესაძლოა ძალიან კარგად, მაგრამ მაინც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს თავის პროფესიაში “პრემიების” სახით მილიონების ჩუქებას ტაშს დავუკრავთ და “შეარგოს ძმაუ”, “მეტიც ეკუთვნის” სადღენგრძელოებით გამოვალთ იქამდე შეგვრჩება მაგ მილიონებით ნაყიდი კუნთმაგარი და კისერსქელი (რბილად რომ ვთქვათ) ინტელექტით არცთუ გამორჩეული “ყველასთვის საყვარელი” სპორტსმენები მთავრობის კვერის დამკვრელ მდუმარე თევზებად და საჭიროების შემთხვევაში ოპონენტების ფიზიკური ძალით დასაჩაგრ მოძველბიჭო ხელის ბიჭებად.
აბა მილიონს ისე ვინ “გაჩუქებს”?
ჰო კიდევ, ძალიან ვგულშემატკივრობ ქართველ ფეხბურთელებს და ძალიან მიხარია მათი წარმატება, მაგრამ ამის მიზეზი თავად ფეხბურთის და ქვეყნის სიყვარულია და არანაირად არ ვამყარებ რომელიმეზე განსაკუთრებულ იმედს, რომ აი “ეს არ იზამს”!
სამწუხაროდ ყველა “იზამს”, რაც არ უნდა ვარდისფერი სათვალით ვუყუროთ. ყველა თუ არა 99,9%, იმიტომ რომ ის ნაჩუქარი მილიონი მათი გაგებით მთავრობამ აჩუქა. ესაა სამწუხარო სიმართლე” – წერს სოციალურ ქსელში სატელევიზიო თამაშ – “რა? სად? როდის?” მოაზროვნე შალვა ჩიკვილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან