შალვა პაპუაშვილი ,,შავ სიას” აქვეყნებს

პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს:
,,მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეში ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლები:
– დაემუქრნენ პარლამენტის წევრებს “კეფაში ტყვიით” (ლევან დათუნაშვილი, “ჯემნიუსი”)
– ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, “სირცხვილია”)
– საჯარო სივრცეში თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახთან ერთად მყოფ პარლამენტის წევრს (მარიამ წიწიკაშვილი, “გრასი” / “ფაქტჩეკი”)
ცხადია, რომ მედიისთვის დადგმული ეს ვითომ “აღშფოთებული მოქალაქის” სცენები, სინამდვილეში, ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანიაა, რომელიც ევროპის სახელით მიმდინარეობს.
დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების პოლიტიკური ექსტრემიზმის წაყრუებით, ტერორის ნორმალიზებას ახდენენ.”