შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთში პოპულარობით მეორე პარტიის ლიდერის დაჭერას აპირებენ, გერმანიაში – გაუქმებას – ამაზეა ნათქვამი …

ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე  სოცილურ ქსელში დასავლეთის მისამართით წერს.

“საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ;

გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას;

ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა. პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.

ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე“, – წერს შალვა პაპუაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს