ყველაფერზე მოუწევთ პასუხისგება -დაჩი ბერაია მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე

არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ იყო სიცრუე,“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია და ასე პასუხობს მისი მისამართით ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერით გაჟღერებულ ბრალდებებს. საუბარი შეეხებოდა ხობში მიმდინარე ტენდერებთან ბერაიას კავშირებზე გასულ დეზინფორმაციას.
„არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ იყო სიცრუე და ცრუპენტელა ემა გოგოხიას ფანტაზიის ნაყოფი. ეს არის ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ღალატობს სახელმწიფოს, ჰყავს ლიდერები, რომლებიც არიან პირდაპირი აგენტები და მოქმედებენ სხვა სახელმწიფოების თუ უცხო ძალების დავალებით და შესაბამისად, მორიგი ტყუილის თქმა, მათგან არ არის გასაკვირი და მოულოდნელი.
თუმცა, მათ გაცილებით მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ვიდრე ერთი ცრუ სიუჟეტი და ყველაზე მოუწევთ პასუხისგება, როცა მათი გასამართლების დრო დადგება,“ – აცხადებს დაჩი ბერაია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით