„ყველას მოვუწოდებ, იმუშაონ დაუღალავად, რათა 9 რეკომენდაციაზე დიდი პროგრესი იქნეს მიღწეული“ – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს დაუღალავად იმუშაონ იმისთვის, რომ ევროკავშირის 9 რეკომენდაციაზე დიდი პროგრესი იქნეს მიღწეული.
დიპლომატი აცხადებს, რომ მთავრობა ამ კუთხით ინკლუზიური უნდა იყოს, ხოლო ოპოზიცია კონსტრუქციული.
„მოვუწოდებ ყველას, იმუშაონ დაუღალავად. მოვუწოდებ მთავრობას, იყოს ინკლუზიური, ოპოზიციას – კონსტრუქციული, იმისთვის, რომ 9 ნაბიჯის თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით რაც შეიძლება დიდ პროგრესს მიაღწიონ, რათა ევროკომისიამ პოზიტიური რეკომენდაცია გასცეს“, – აცხადებს ელჩი.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავდა.
„საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვა მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში. იმედს ვიტოვებ, კოლეგები ევროკომისიიდან შეთანხმდებიან ქართველ კოლეგებთან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს“, – აცხადებს ელჩი.