ყაველაშვილი: ბესიკ ხარანაულს და ლანა ღოღობერიძეს მივმართავ!

“ხალხის ძალის” წევრი, , ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც “გამჭვირვალობის კანონს” ეწინააღმდეგებიან. ის ინტერესდება, რამდენად მისაღებია კონკრეტულად ბესიკ ხარანაულისა და ლანა ღოღობერიძისთვის, კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე არასრულწლოვანების განწყობა, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას და პარლამენტარებს მოღალატეებად შერაცხავენ.
“ბესიკ ხარანაულს მივმართავ, მის პოეზიაზე ვიზრდებით და მგონი, კიდევ არის, მის ფილმებზე გავიზარდეთ. მივმართავ: ბატონო ბესიკ, ქალბატონო ლანა, 11 წლის, 15 წლის, 16 წლის ბავშვი, ასეთი განწყობით რომ პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს და პირდაპირ შეგვრაცხავს ჩვენ, პარლამენტის წევრებს მოღალატეებად, ეს ხომ ვიცით სად კეთდებოდა და როდის იყო, რასაც თქვენ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით. ძალიან მაინტერესებს, ეს მოგწონთ?” – განაცხადა ყაველაშვილმა.