ღორების იმპორტი 577%-ით გაიზარდა

ღორების (ღორები ცოცხალი) იმპორტი ბოლო ხუთ წელიწადში 6.77-ჯერ გაიზარდა.
2023 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში 28 013 190 დოლარის ღირებულების 18 405.16 ტონა ღორის იმპორტი განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 577.21%-ით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ წლების მანძილზე, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა და იყვნენ, თუმცა 2023 წელს უკრაინა ბაზარზე აღარ ფიგურირებს.
2023 წელს იმპორტირებული პროდუქციის 99.8% რუსეთზე მოდის, ხოლო 0.2% ბელარუსზე.
იმპორტიორი ქვეყნები ბოლო ხუთი წლის მანძილზე:
2019
უკრაინა- 1 102.25ტ ($1 940 310); ბულგარეთი-768.08ტ ($ 1 289 310); რუსეთი-616.55ტ ($ 1 138 460); -217.40ტ ($ 907 930); უნგრეთი-13.50ტ ($54 940)
2020
რუსეთი-5 355.81ტ ($8 174 840); უკრაინა-477.84ტ ($ 755 500); დანია-19.80ტ ($ 57 350)
2021
რუსეთი- 4 649.56ტ ($ 8 129 290); უკრაინა- 2 020.88ტ ($ 3 491 130)
2022
რუსეთი-11 761.42ტ ($21 021 810); უკრაინა-205.14ტ ($ 372 590); ბელარუსი-21.59ტ ($ 137 720)
2023
რუსეთი-18 380.37ტ ($27 862 390); ბელარუსი-24.79ტ ($ 150 800)