„ღმერთო, რა თვეა… ჯერ ვაჟა აზარაშვილი, შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი, ხათუნა კოტრიკაძე, ლევან თედიაშვილი…“ – რას წერს დათო ლორთქიფანიძე

· 16
საზოგადოება ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავეს ემშვიდობება. ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს პოლიტიკოსი დათო ლორთქიფანიძე აქვეყნებს.
„დღეს კიდევ ერთ ძალიან მაგარ ქართველს, ლევან თედიაშვილს გავაცილებთ მარადიულ საქართველოში. უფალმა გაანათლოს მისი უკვდავი და სამშობლოსათვის ღვაწლდადებული სული…
P.S. რა თვეა, ჯერ ვაჟა აზარაშვილი, შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი, ხათუნა კოტრიკაძე და ლევან თედიაშვილი…“ – წერს პოლიტიკოსი.