ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებს ოფიციალური პარიზიც შეუერთდა

საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს გრძელვადიანი ზავი. კატრინ კოლონას თქმით, “ღრმად შეშფოთებულია ღაზაში არსებული სიტუაციით”.
კოლონამ ეს განცხადება თელ-ავივში, ისრაელელ კოლეგასთან – ელი კოენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა ისრაელის მთავრობის პოზიცია, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება. მისი თქმით, ეს “ჰამასისთვის” საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს.
იქამდე, ისრაელისა და „ჰამასის” ომში ცეცხლის შეწყვეტა დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ მოითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ