ქუთაისში, “პრესის სახლის” ყოფილ შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება – ქონების მფლობელი

ქუთაისში, პრესის სახლის ყოფილი შენობაში 100-ნომრიანი სასტუმრო განთავსება – ამის შესახებ BMG-სთან, შენობის მფლობელმა მიხეილ ჩუბინიძემ განუცხადა.
ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა 2022 წლის ოქტომბერში გაიყიდა. “100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის” ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2 მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია. აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა – 154 “ბიჯის” შემდეგ ქონება 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.
საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად თავიდანვე სასტუმრო იყო მითითებული, თუმცა ახალ მფლობელს ქონების შეძენის პარალელურად რაიმე სახის ვალდებულება არ დაკისრებია.