ქვემო ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელეთის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თელეთის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა, რომელიც განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.
„თელეთში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობას, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს მუნიციპალური სერვისებით.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული შენობის ერთ ნაწილში თელეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრია განთავსებული, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად იქნა რეაბილიტირებული.
ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 370 000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)