ქეთუნა ქერაშვილი: ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს მეგობრებო: ბიჭების განაჩენი უკვე გამოტანილია

“დაიწყო ბიჭების სასამართლო პროცესი:
ირაკლის ადვოკატი ქვეყანაში არ იმყოფება და ამის შესახებ მოსამართლეს ქონდა ინფორმაცია დიდი ხნით ადრე, მაგრამ გარკვეული დროის მერე გადაწყვიტა რომ უნდა ჩაემატებინა სასამართლო პროცესები, მაშინ, როცა უკვე ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული.
დღეს ირაკლის ადვოკატი პროცესზე არ იმყოფება და იცით რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე გალუსტაშვილმა? – ყველას სახაზინო ადვოკატს უნიშნავს ‼️‼️‼️
მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭების უფლება დამცველები არიან სრულად საკმარისი ‼️
მოსამართლე გალუსტაშვილი ძალიან ჩქარობს, მაშინ როდესაც საკმარისზე მეტი დროა საიმისოდ, რომ ჩატარდეს სასამართლო პროცესები, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს მეგობრებო:
ბიჭების განაჩენი უკვე გამოტანილია‼️,” – წერს სოციალურ ქსელში ქეთუნა ქერაშვილი, სინდისის პატიმრის ირაკლი ქერაშვილის და.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა შემატყობინა, რომ რუსულ მხარეს შეხვედრა მომდევნო კვირას შესთავაზა – მოლაპარაკებების დინამიკა გასაზრდელია

თაკო ჩარკვიანი: ღმერთო მადლობა ყველაფრისთვის, წარმოვიდგინე უცებ თ.წულუკიანს და რუსეთის “კგბს “გენერაპოლკოვნიკ ნუგზარ ფოფხაძეს, მამაჩემი ჯანსუღ ჩარკვიანი რომ მოსწონდეთ, ხომ გამისკდებოდა გული?!