ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2024

სანდრო თვალჭრელიძე – “საქართველო გეოდინამიკურად აქტიური ქვეყანაა და პლანეტაზე მიმდინარე პროცესების ფონზე საფრთხეები იზრდება…”
სა და დასავლეთში ჯარის ახალი სარდალი ბევრ კითხვებს წარმოშობს – ვინ არის ოლექსანდრ სირსკი
დავით ზურაბიშვილი – “ზურაბიშვილი შესაძლოა გადადგეს და ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება საკუთარი ბორკილების გარდა”
რატომ შეწყვიტა ოპოზიციამ აქციები – “ხალხში იმ ემოციის გადმოტანა, რომ ხელისუფლება მიუღებელია, ძნელი იქნება”
ანა ბუჩუკური – „ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა “ოცნების” წევრებს აჯობა ირაკლი კობახიძის­ ქებაში“
* * *
სანდრო თვალჭრელიძე – “საქართველო გეოდინამიკურად აქტიური ქვეყანაა და პლანეტაზე მიმდინარე პროცესების ფონზე საფრთხეები იზრდება…”
“ნება მომეცით უპირველესად სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ახლობლებს. დიდი ტრაგედია დატრიალდა, ოჯახები დამარხა მეწყერმა. ძალიან ვწუხვარ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს… თუ გახსოვთ, რაჭის ტრაგედიის შემდეგ ვთქვი, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხე იმერეთსა და გურიაშია მოსალოდნელი-მეთქი. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. საქმე ის არის, რომ დედამიწაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების ეტაპი დგას და ეს არ არის მხოლოდ ადამიანის ზეგავლენის ბრალი. დღეს ჩვენი პლანეტა აქტიური გეოდინამიკური განვითარების სტადიაზეა. ეს ციკლური პროცესებია. საქართველო გეოდინამიკურად ისედაც აქტიური ქვეყანაა და ახლა მით უმეტეს საფრთხეები მნიშვნელოვნად იზრდება. ჯერ კიდევ დევდორაკის ტრაგედიის შემდეგ ვთქვი, რომ მთლიანად გადასახედი იყო გეოდინამიკური უსაფრთხოების კონცეფცია. ეს პატარა სადგურები და აღმრიცხველი მოწყობილობები საკმარისი არ იყო და არც ახლა არის”, – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო გეოდინამიკურად აქტიური ქვეყანაა და პლანეტაზე მიმდინარე პროცესების ფონზე საფრთხეები იზრდება…”
“ადრეული შეტყობინების სისტემა რომ გვქონოდა, არ მოხდებოდა არც ვერეს ტრაგედია და არც შოვში დატრიალდებოდა ამხელა უბედურება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ თურმე მალე გვექნება 245 ახალი სადგური, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია იმ ქვეყნისთვის, სადაც 7000-ზე მეტი აქტიური ზონაა. დააკვირდით მსოფლიო ამბების მიმოხილვებს, ეგზოგენური ბუნებრივი სტიქიური მოვლენების მსხვერპლთა შესახებ ინფორმაცია, ძირითადად, ვრცელდება აფრიკის, სამხრეთ ამერიკის ან შორეული აღმოსავლეთის, ანუ “მესამე სამყაროს” ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნებიდან და ძალიან იშვიათად მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოებიდან. რა, იქ გეოდინამიკურად აქტიური ადგილები არ არის? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია დანერგილია კატასტროფების ადრეული შეტყობინებებისა და პრევენციის სისტემები. საუბედუროდ, მიუხედავად ჩვენი მთავრობის მტკიცებისა, რომ ეკონომიკურად სწრაფი ტემპით ვვითარდებით, ფაქტია, გეოდინამიკური უსაფრთხოებით საქართველო `მესამე სამყაროს~ მიეკუთვნება. ჩვენთან, სამწუხაროდ, ველოდებით ტრაგედიებს და მერე ვიწყებთ შედეგების აღმოფხვრას”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“პროგნოზი ძალიან არასაიმედოა – სტიქიური უბედურებები არ შეჩერდება და მსხვერპლიც იქნება, ვიდრე არ გადავალთ აბსოლუტურად სხვა სისტემაზე. უამრავი თანამედროვე მეთოდი არსებობს, მათ შორის კოსმოსიდან დაკვირვება და ა.შ. თუ ჩვენც არ გვექნება მაღალტექნოლოგიური სისტემები და არ შევუერთდებით ამ საერთო ქსელს, მანამდე არაფერი გამოვა. ვიმეორებ, საშიშ ზონებზე დასაკვირვებლად არსებობს სხვადასხვა მეთოდიკა, მაგალითად, -ში ამ მიმართულებას გეოლოგიურ სამსახურთან ერთად ნასა ხელმძღვანელობს და ა.შ. ასეთი ტექნოლოგიები საქართველოშიც დასანერგია. ალბათ, იკითხავთ, რატომ არ ინერგებაო? ჩემი პასუხი ამაზე ასეთია: ამის უმთავრესი მიზეზია საქართველოში გეოლოგიური სამსახურის გაუქმება, რასაც ს მმართველობის ერთ-ერთ მთავარ დანაშაულად მივიჩნევ. ბევრს ახსოვს, ალბათ, ქართული გეოლოგიური სკოლა უპირველესი იყო არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. წარმოგიდგენიათ, დღეს ჩვენთან მოწვეულ ექსპერტებად ის ხალხი ჩამოჰყავთ, ვისაც ამ დარგს ჩვენ ვასწავლიდით, ჩვენთან კი უზარმაზარი დარგი კვდება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“გეოლოგიური სამსახურის ნაცვლად შეიქმნა სააგენტოების ქსელი, რაც ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას. იქ პროფესია საერთოდ არ ვითარდება, ვინაიდან ამ სააგენტოებს, ძირითადად, იურისტები და ზოგადი პროფილის მენეჯერები ხელმძღვანელობენ. ისინი შეიძლება კარგი სპეციალისტებიც არიან, მაგრამ მათ არა აქვთ დარგის განვითარებისთვის საჭირო ცოდნა და არც სტრატეგიული ხედვა. თუ ასე გაგრძელდა, ვერასდროს გვექნება მწყობრი სტრატეგია ამ დარგის განსავითარებლად და რისკების დასაზღვევად. მაგალითად, 5-6 წელიწადია, მუშავდება სამთო კოდექსი, რისთვისაც ჩამოიყვანეს ექსპერტები იმ ქვეყნიდან, სადაც სამთო კოდექსი არ არსებობს! შედეგად, მომზადებული პროექტი კოტ-დ'ივუარის კანონმდებლობაზე უარესია, რომ აღარაფერი ვთქვათ ნიგერიასა და აფრიკის სხვა უფრო განვითარებულ ქვეყნებზე. არ შეიძლება ასე მუშაობა, მთლიანად მიდგომაა არასწორი. საქართველოში სასწრაფოდ უნდა აღდგეს გეოლოგიური სამსახური. სხვანაირად რამდენი სადგურიც არ უნდა დავამონტაჟოთ, საქმეს არ ეშველება. ევროკავშირში გაწევრების პრეტენზია კი გვაქვს, მაგრამ რას ვაკეთებთ იქაური სტანდარტების დასანერგად?” – ამბობს ექსპერტი.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, რაღა დაგიმალოთ და ღარიბაშვილის შეცვლას უფრო ადრე ველოდი. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე – ივანიშვილი არჩევნების წინ პოლიტიკაში მეტ-ნაკლები აქტიურობით ბრუნდება და რაღაც ცვლილებებიც ხდება მთავრობაში. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი მინისტრის შეცვლა, თანაც ისე, რომ თვითონ თქვა ბურჭულაძემ თავდაცვის მინისტრობაზე უარი, მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება. ვფიქრობ, პროცესები უფრო ხისტი გახდება სამთავრობო კულუარებში, მაგრამ სტრატეგია არ შეიცვლება, ტაქტიკური სვლები კი, ალბათ, უფრო მეტად არჩევნებზე მორგებული გახდება. კობახიძე აქამდე პარტიას წარმოადგენდა და როგორც ჩანს, იმ პოსტიდან გაცილებით მეტის უფლებას აძლევდა თავს პარტიის ინტერესების დასაცავად. როგორც პრემიერ-მინისტრმა, მან უნდა უხელმძღვანელოს მთელ ქვეყანას, მათ შორის ოპოზიციის მხარდამჭერებსაც. როგორც ჩანს, შეიცვალა თანამდებობა და მანაც შეცვალა ქცევაც, რაც კარგია. როგორც ჩანს, აანალიზებს, რომ ის ახლა სხვა პოზიციაზეა. რამდენ ხანს ეყოფა ამისთვის ნერვები, რესურსი და გამჭრიახობა, ეს სხვა საკითხია. ვნახოთ, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს”, – თვლის სანდრო თვალჭრელიძე.
“რაც შეეხება ოპოზიციას, აშკარაა, ისინიც ცდილობენ ქცევისა და რიტორიკის შეცვლას, ვფიქრობ, ამისკენ ჩვენმა პარტნიორებმაც უბიძგეს. თუ ძველებურად გაგრძელდა და “ქართულ ოცნებას” მხოლოდ პრორუსული ეძახეს, სახელისუფლებო ძალას ალტერნატივა არ გამოუჩნდება. ვფიქრობ, პოზიტიურ დღის წესრიგზე ზრუნვა ოპოზიციურ ძალებს შარშანვე უნდა დაეწყოთ, თუმცა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს, რა თქმა უნდა, არჩევნებზე მორგებული ტექნოლოგიებია. დღესდღეობით ისე ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, თუმცა საკითხავია, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მან მთავრობა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს? რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვფიქრობ, მისი ინიციატივა უფრო პიარსვლაა და რეალურად მომავალი არა აქვს. ამას აზრი ექნებოდა, თუ ყველა გაერთიანდებოდა “ქართული ოცნების” ჩათვლით, მაგრამ ეს არ მოხდება. ირაკლი კობახიძის აბსოლუტურად წინდაუხედავი ახირების გამო, მოეწყოთ იმპიჩმენტი პრეზიდენტისთვის, “ქართულმა ოცნებამ” მოიჭრა ყველა გზა პრეზიდენტთან სათანამშრომლოდ. ეს იყო პოლიტიკურად ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, დღესდღეობით ს პოზიცია ყველაზე აწონილია, ის დასავლური პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით გამოირჩევა, ერიდება პიროვნებების კრიტიკას, თუმცა სვამს მწვავე კითხვებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, რატომ მიმართა მაინცდამაინც ახლა ივანიშვილსო? იმიტომ, რომ ოფიციალურად ივანიშვილი აქამდე არ იყო პოლიტიკაში. ახლა ის დაბრუნდა, წარმართავს “ქართული ოცნების” პოლიტიკას და კითხვებიც სწორედ მას უნდა დაესვას. თუმცა დარწმუნებული ვარ, კითხვები პასუხგაუცემელი დარჩება. რაც შეეხება პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენებას, ტრადიციულად სავსე იყო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პათოსით. მან გააკრიტიკა ყველა და ყველაფერი, რაც, მისი აზრით, ამ პროცესს ეწინააღმდეგება. ჩემი ხედვით, ზურაბიშვილი ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ვიწროპარტიულ თუ პირად ინტერესებზე მაღლა აყენებს. რაც შეეხება მითქმა-მოთქმას საარჩევნო პროცესში მისი ჩართვის თაობაზე, პირადად მე ამას არ ვურჩევდი და თითქმის დარწმუნებული ვარ, არც იზამს”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“როგორც კი ის გადავა აქტიურ საარჩევნო პროცესში და რომელიმე პარტიის თუ პარტიათა გაერთიანების მხარეს დადგება, მისი რეიტინგი დაეცემა. არადა, ზურაბიშვილი დღეს, ჩემი აზრით, ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურაა. გარდა ამისა, ვფიქრობ, გაუჭირდება პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელობა, ამას სჭირდება ძალიან ხისტი მენეჯმენტი, რაც მას, ჩემი აზრით, არ გამოუვა. ამავე დროს ამას სჭირდება დიდი ფინანსური რესურსი, რაც სალომე ზურაბიშვილს არა აქვს.. რაც შეეხება პუტინის ინტერვიუს. იმას კი არ უნდა ვუყუროთ, რას ამბობს პუტინი, არამედ იმას, რას აკეთებს. ის ახლა მოხვდა რკინის ფარდის მიღმა, ასეთ ვითარებაში რუსებს შეუძლიათ არსებობა, ოღონდ თუ თავის დროზე საბჭოთა კავშირი იყო თვითკმარი ქვეყანა, ახლა რუსეთს ამის საშუალება არა აქვს. მათ სჭირდებათ დასავლური ტექნოლოგიები. აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა მოახერხონ და რუსეთს ამ ტექნოლოგიებზე ყოველგვარი წვდომა გადაუჭრან. სამწუხაროდ, მაინც პოულობს ხვრელებს, რადგან დასავლეთშიც გამოჩნდნენ ხარბი ადამიანები, ვინც ამაში ეხმარებიან. დღეს მთავარი ამოცანაა ეს ხვრელები ამოიქოლოს…” დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.
უკრაინასა და დასავლეთში ჯარის ახალი სარდალი ბევრ კითხვებს წარმოშობს – ვინ არის ოლექსანდრ სირსკი
“გასულ კვირას, პრეზიდენტმა მ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენა, მის ნაცვლად კი ამ პოსტზე სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა. “დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვას ახალი გუნდი იღებს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ზალუჟნი უკრაინაში ერთგვარად საკულტო ფიგურაა და ბევრისთვის ეროვნულ გმირადაც იქცა. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს სამხედრო წრეებში და უკრაინის დასავლელ პარტნიორებში. სირსკის ასეთი პოპულარობა არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეაქვთ, აღნიშნავენ, რომ ბევრ წარმატებულ ოპერაციასთან ერთად, წარუმატებელი სამხედრო კამპანიებიც უწარმოებია, თანაც დიდძალი მსხვერპლით. ამიტომ, მოძულეები მას “ყასბადაც” მოიხსენიებენ. თანაც, ის რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი, და მისი ოჯახიც რუსეთში ცხოვრობს. ეს უკრაინაში, ისევე როგორც დასავლეთის გარკვეული წრეებში ეჭვებს იწვევს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინასა და დასავლეთში ჯარის ახალი სარდალი ბევრ კითხვებს წარმოშობს – ვინ არის ოლექსანდრ სირსკი.
“ამასთან, ზალუჟნსგან განსხვავებით, სირსკი მორჩილი სარდალია და ნაკლებად სავარაუდოა პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას სამხედრო ოპერაციების მსვლელობაზე ზემოქმედებაში ხელი შეუშალოს, რაც ასევე აკნინებს მას სამხედროების თვალში. სამხედრო ექსპერტები “რეზონანსთან” ცვლილების მთავარ მოტივად წარუმატებელ კონტრშეტევას, უთანხმოებას პრეზიდენტსა და ზალუჟნის შორის, ასევე “ომში ახალი იმპულსის შეტანის” საჭიროებას ასახელებენ. რაც შეეხება სირსკის, ის გამორჩეული სამხედრო მოხელეა და ექსპერტების მოსაზრებით, იქნება წარმატებული ფრონტზე, თუნდაც იმით, რომ ახალ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს შეიტანს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც ადასტურებს, რომ ცვლილების ერთერთი მიზეზი კონტრშეტევის წარუმატებლად დაგვირგვინებაა. თუმცა ეჭვი შეაქვს ამ ვერსიაში, და ამბობს, რომ კონტრშეტევა ხორციელდებოდა პოლიტიკური ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნით და იგი იყო მოუმზადებელი. მისივე თქმით, არსებობდა დაპირისპირება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის. და პრობლემა იყო ის, რომ ზელენსკი ზალუჟნიზე პოპულარული იყო და არჩევნებში თუ მიიღებდა მონაწილეობას, როგორ დასრულდებოდა ეს არჩევნები, არავინ არ იცის. თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, რომ ზალუჟნის ახლაც შეუძლია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება სირსკის, ძალიან საინტერესოა მისი ბიოგრაფია და წარმოშობა. სირსკის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული ნდობა არ არის, საქმე ისაა, რომ სირსკი არ არის უკრაინაში დაბადებული – რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი. მისი ოჯახის წევრები და ძმა ოლეგი დღესაც ცხოვრობენ ქალაქ ვლადიმირში და როდესაც ჟურნალისტები მათთან მიდიან, ისინი პასუხობენ, სირსკისთან კონტაქტი არა გვაქვს და ჩვენთან ნუ მოდიხართო. სირსკის ამის გამო აქვს პრობლემები როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. იქ მას მოღალატედ მიიჩნევენ. კიდევ ერთი დეტალი, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, ისაა, რომ სირსკის ვაჟიშვილი ცხოვრობს ავსტრალიაში და სამხედრო ოპერაციებში არ მონაწილეობს. ეს იწვევს უკრაინელებში გაღიზიანებას. როგორც სამხედრო ხელმძღვანელმა სირსკიმ საკმაოდ გამოიჩინა თავი და რამდენიმე წარმატებულ სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. ასე რომ, ისე არაა, თითქოს ვიღაცა ქუჩიდან მოყვანილი დანიშნეს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“მაგრამ დასავლეთში სწორედ იმიტომ, რომ სირსკი არის წარმოშობით რუსეთიდან, ეჭვიანობა დაიწყეს. ვერ გეტყვით, ამის საფუძველი აქვთ თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონ კირბიმ განაცხადა ვინც გინდა დანიშნონ მთავარსარდლად უკრაინაში ამერიკისთვის არსებითად არაფერს არ ცვლისო, მე ვიცი, რომ კულუარებში ამ დანიშვნით კმაყოფილები არ არიან”, – დაასკვნის არეშიძე. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი ზალუჟნის ჩანაცვლების რამდენიმე მიზეზს ასახელებს და მიაჩნია, რომ სირსკი წარმატებული მთავარსარდალი იქნება. “პირველ რიგში ალბათ იმიტომ შეცვალა, რომ ფრონტზე საჭიროა ახალი იმპულსის შეტანა, რათა მოხდეს გამოცოცხლება. მეორე, როგორც ჩანს, არსებობდა სერიოზული დაპირისპირება ზელენსკისა და ზალუჟნის შორის”, – მიიჩნევს მაისაია, რომლის თქმით, “ჩანდა კიდეც სამხედრო-ოპერატიული დაგეგმარების კონტექსტში სერიოზული უთანხმოებები”, – დასძენს გამოცემა.
“ეს გასაკვირი არც არის საომარი მოქმედებების პირობებში რამე განსაკუთრებული ტიპის მოვლენა. მესამე, ზელენსკის უნდოდა რომ გადაებრალებინა წარუმატებელი სტრატეგიული შეტევის ჩავარდნა, რომელიც იგეგმებოდა ამ ზაფხულს და შემოდგომაზე, და რომ ეს იყო ზალუჟნის ბრალი. მეოთხე, ზელენსკი ზალუჟნის განიხილავდა როგორც მომავალ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 30 მაისს არჩეულ პრეზიდენტს ეწურება საპრეზიდენტო ვადა უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები საბრძოლო საომარი მოქმედებების პირობებში ალბათ არ ჩატარდება, მაგრამ რომ ჩატარებულიყო, ერთ-ერთი სერიოზული კანდიდატი იქნებოდა ვალერი ზალუჟნი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს… რაც შეეხება სირსკის, ის გამოცდილი სამხედრო მხედართმთავარია. ყოველ შემთხვევაში, ის არ იყო ზალუჟნის გუნდის წევრი, მაგრამ მონაწილეობდა ბახმუტის თავდაცვით ოპერაციებში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეძლო რუსი ოკუპანტების ძალების შეკავება. ყოველ შემთხვევაში, თავისი მისია შეასრულა. შეიძლება ტექნოლოგიურად უფრო ახალი ინოვაციები შემოიტანოს საბრძოლო მოქმედებების დაგეგმარებაში. როგორი იქნება, ამას დრო გვიჩვენებს”, – ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
დავით ზურაბიშვილი – “ზურაბიშვილი შესაძლოა გადადგეს და ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება საკუთარი ბორკილების გარდა”
“სალომე ზურაბიშვილი ორიგინალური და პრინციპული ადამიანია. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული, ხელისუფლების მაღალი წრეებიდან ის იყო ერთადერთი, რომელსაც მკაფიო პროდასავლური და პროუკრაინული პოზიცია ეჭირა. მან დიდი როლი ითამაშა კანდიდატის სტატუსის მიღებაშიც, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც – დიდი ხანია ვიცნობ როგორც პოლიტიკოსს და ნაკლებად არის გუნდური მოთამაშე. კონსულტაციებს კი გადის, მაგრამ არავინ იცის, რას აპირებს. შესაძლოა ჯერ არაფერი აქვს გადაწყვეტილი. იმ პოლიტიკოსების ადგილზე რომ ვიყო, ვინც მას ხვდება, შევეცდებოდი მკაფიო პასუხები მიმეღო და ამის მიხედვით გადამეწყვიტა, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტთან ურთიერთობის ინტენსივობის ხარისხი. ერთია, როდესაც ხარ პოლიტიკაში და ფიქრობ პრეზიდენტთან ერთად ან პრეზიდენტის ეგიდით წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას, და მეორე, როცა ამას არ აპირებ. ასეთ დროს ტაქტიკები განსხვავებულია და ამიტომ ამის გარკვევას აუცილებლად შევეცდებოდი”, – აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ზურაბიშვილი შესაძლოა გადადგეს და ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება საკუთარი ბორკილების გარდა”.
“თუ ის ფიქრობს საარჩევნოდ გაერთიანების შექმნას, ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, წარმატებული იქნებოდა, თუკი შეძლებდა რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებას. პირველი – “ნაცმოძრაობა” და ის საკულტო ფიგურები, ვინც “ნაცმოძრაობასთან” არიან ასოცირებული, არ უნდა გაიკაროს. მაქსიმუმ, თუ იქნებიან “ნაცური” წარსულიდან ვიღაც-ვიღაცები, შეიძლება იყოს პერსონალურად რამდენიმე პირი და არა პარტიის სახელით. მაგალითად, მელიას ან გვარამიას პარტიასთან ერთად ყოფნა მისთვის წამგებიანი იქნება. თუ ზურაბიშვილი გადაწყვეტს გაერთიანების შექმნას, მისი მიზანი უნდა იყოს გაერთიანება, რომელიც წამოიყვანს “ოცნების” მომხრეების მოყოყმანე ან იმედგაცრუებულ ნაწილს, ან საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ “ოცნება” ნამდვილად აღარ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ “ნაცმოძრაობა” კიდევ უარესია, ან ნაკლებად უარესი არ არის. ამიტომაც, თუ პარტიულ დონეზე ფიქრობს ბლოკის გაკეთებას, მე მის ადგილზე შევეცდებოდი ერთად დამესვა ხაზარაძე და გახარია. ამ ფლანგზე ეს ორი პარტიაა ყველაზე მსხვილი. გახარიას პარტია უფრო რეიტინგულია, ხაზარაძე კი უფრო ფინანსურად ძლიერი”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“დიახ, ხაზარაძის მესიჯბოქსი ძალიან ქაოსურია და ხშირად ემთხვევა “ნაცმოძრაობის” მესიჯბოქსს, მაგრამ თუ ასეთი გაერთიანება უნდა, კეთილინებოს და გადააწყოს. ასეთი ბლოკის მესიჯბოქსი უნდა იყოს პოზიტიური პროგრამა, ლოზუნგით “ჩვენ მოვალთ და გავაკეთებთ”, არა ის, რომ “ოცნება” ცუდია, ივანიშვილი ამდენ და ამდენ დღეში თუ კვირაში მოსკოვში იქნება და ა.შ. ამიტომ ვამბობ, არ გამოვა ასეთი გაერთიანება, რადგან ხაზარაძესა და “ლელოს” საქმე ძალიან გაფუჭებული აქვთ. თუმცა, თუ პრინციპულად შეიცვლიან ხედვას და შეცვლიან მესიჯბოქსს, შესაძლებელია გაერთიანების შექმნა გახარიასთან. არიან პატარ-პატარა პარტიებიც, ალეკო ელისაშვილის, ანა დოლიძის… ასევე შეიძლება გაერთიანდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ექსპერტები, რომლებიც არ არიან ასოცირებული “ნაცებთან”. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დიდი ერთობის შექმნის განცდა გაჩნდეს, ოღონდ მკაფიოდ არანაცურის”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“კიდევ ერთი საკითხია ჩრდილოვანი კაბინეტის მსგავსის შექმნა. მე მის ადგილას შევეცდებოდი წარმედგინა, მომავალში ვინ იქნება პრემიერი, მნიშვნელოვანი სამინისტროების ხელმძღვანელები და 4-5-კაციანი გუნდი შემექმნა, რომელიც ბევრად მიმზიდველი იქნებოდა ამომრჩევლისთვის, ვიდრე ახლანდელი კაბინეტი. ვფიქრობ, ასეთმა სინერგიამ – პრეზიდენტი, გახარია, ხაზარაძე, ექსპერტები, სამოქალაქო აქტივისტები და სხვა, მართლაც აქაჩოს 20%-მდე, თუ სწორად წაიყვანენ ყველაფერს. თუმცა არ ვარ დიდად ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ამ ყველაფერში ყველაზე პრობლემურად “ლელოს” პოზიცია მიმაჩნია, რომელსაც გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე. მეორე მხრივ, სალომესთვისაც რთული იქნება, რადგან ასეთი გაერთიანება მოითხოვს კომპრომისებს და ეს რამდენად გამოუვა, ცოტა ხისტი ხასიათის გამო, არ ვიცი. გახარიაც აშკარად ორიენტირებულია ცალკე გასვლაზე და მათაც ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, თუმცა, 5%-იან ბარიერს გადალახავენ და ამას მივესალმები, რადგან მინდა პარლამენტში იყოს ერთი მკაფიოდ არანაცური ძალა მაინც”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“თუ იქნება გაერთიანება “ლელოს” გარეშე, ეს ყველაზე მეტად “ლელოს” დააზარალებს. დააზარალებს სალომესაც და გახარიასაც. იმავეს ვიტყვი გახარიაზე – თუ სალომე პლუს “ლელო” იქნება გახარიას გარეშე, გახარიაც დაზარალდება ამით და სალომეც. თუმცა სულ არაფერს ეს ნაკლული ვარიანტი მაინც სჯობს. ჯერ ვერ ვხედავ იმ შანსს, რომელიმე პარტია რეიტინგით “ნაცმოძრაობის” დონეზე ავიდეს, მიუხედავად “ნაცმოძრაობის” მძიმე მდგომარეობისა. ჯერ არ ვიცით, გვარამია ცალკე შექმნის პარტიას თუ მელიასთან. თუმცა ერთად თუ გააკეთებენ, ნამდვილად გაუყოფენ ხმას “ნაცმოძრაობას”, ცალ-ცალკე კი წაართმევენ. ცხადია, “ოცნებას” ეს ნაკლებად აწუხებს, რადგან მისი მოყოყმანე ამომრჩეველი იქით ნაკლებად წავა. სააკაშვილი თავისი ინტერესიდან გამოდის, ამიტომაც გამოეხმაურა ინიციატივას, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობს, რომ თუ ვინმე მასთან რაიმე ფორმატში იქნება, ეს ვინმე შეავსებს “ნაცმოძრაობას” და არა პირიქით”, – განმარტავს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე – “ანუ სააკაშვილს შეეშინდა პოზიციების დაკარგვის და არა ხმების?” – პასუხობს:
“ორივესი. “ნაცმოძრაობის” მომხრეებს პირობითად გავყოფდი ორ ნაწილად. ერთია ის ნაწილი, ვინც ძალიან მიშისტია, ანუ სადაც სააკაშვილია, იმას აძლევს ხმას, მაგრამ “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი მხოლოდ ეს არ არის და არცთუ ცოტაა ისეთი, ვისაც მართლა უნდა ხელისუფლების შეცვლა – ანუ არ იყოს ბიძინა არ არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის, რომ მიშა მოვიდეს, და თუ დაინახეს, რომ სალომეს გაერთიანებამ შეიძლება შეცვალოს ბიძინა, არ არის გამორიცხული, იქით წავიდნენ. გამსახურდიას მომხრეების დიდმა ნაწილმა 2003 წელს მხარი დაუჭირა სააკაშვილს, რადგან ჩათვალეს, რომ იყო ის ადამიანი, ვინც შევარდნაძეს გააგდებდა. შესაძლოა აქაც ეს ვარიანტი გათამაშდეს. ამიტომ ამომრჩევლის ნაწილი შესაძლოა დაკარგოს, მაგრამ, უფრო კონკურენტის გაჩენის და პოზიციების დაკარგვის შიში აქვს”
“სალომე ზურაბიშვილი მე პირადად არსად წარმომიდგენია, გარდა პრეზიდენტობისა. მაგრამ თავისუფლად შეიძლება სწორედ ის გახდეს ოპოზიციის კანდიდატი, თუკი ოპოზიცია გაიმარჯვებს. მანამდე არ უნდა გადადგეს, რადგან მის რეიტინგში პრეზიდენტობას ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. იმ რისკზეც შეიძლება წასვლა, რომ არჩევნების წინ გადადგეს და პირადად ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, რადგან დასაკარგი არაფერი ექნება საკუთარი ბორკილების გარდა. თუ “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში, მას პრეზიდენტად აღარ აირჩევენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, ასეთ რისკზე წავიდეს და ბოლო ერთ თვეში საარჩევნო კამპანიაში მისი მონაწილეობაც მნიშვნელოვანი იქნება – საზოგადოებას ეტყვის, ევროპული მომავლის გადასარჩენად მოვდივარო. კამპანიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, არ იყოს ორიენტირებული “ოცნების” რუსეთის “მარიონეტობაზე”, რადგან “ოცნება” თუ რამე საშინელებას არ ჩაიდენს – და ეჭვი მაქვს, რომ არ ჩაიდენს – კამპანია “ბიძინა რუსეთია” არ იმუშავებს. ამიტომ კამპანია უნდა იყოს არა “ბიძინა რუსეთია”, არამედ “ჩვენ ვართ ევროპა და რეალურად ჩვენ მოგიტანთ ევროპულ მომავალს”. ამაში ამომრჩევლის დაჯერება სინერგიას შეუძლია, ცალ-ცალკე პარტიები კი მას ასეთ განცდას ვერ გაუჩენენ”, – დასძენს ანალიტიკოსი.
რატომ შეწყვიტა ოპოზიციამ აქციები – “ხალხში იმ ემოციის გადმოტანა, რომ ხელისუფლება მიუღებელია, ძნელი იქნება”
“ოპოზიციის ნაწილი კვლავ საპროტესტო გამოსვლებზე ალაპარაკდა, თუმცა ბევრი იმის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რომ პროცესი ქუჩაში გადავიდეს და არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არცთუ შორეულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ოპოზიციას ქუჩაში კრიტიკული მასის გამოყვანის რესურსი არა აქვს, საზოგადოების განწყობილებაში კი ჯერ ისეთი პიკი ჯერ არ დამდგარა, როგორიც 2003 ან 2012 წელს იყო. ამასთან ანალიტიკოსები პოლიტიკურ ველზე დეპოლარიზაციის ნიშნებსაც ხედავენ და აცხადებენ, რომ ახლად დანიშნული პრემიერის 8 თებერვლის პარლამენტში გამოსვლა ამის ნათელი მაგალითია. ბოლოს, საპროტესტო გამოსვლებზე განცხადება პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 თებერვალს გააკეთა, მისი თქმით “რუსთაველის გავსება შესაძლებელია”, რასაც ენმ-სთან კოალიციაში მყოფი “სტრატეგია აღმაშენებელი” გამოეხმაურა, დეპუტატი ამბობს, რომ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და ამიტომ შეიძლება “იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ შეწყვიტა ოპოზიციამ აქციები – “ხალხში იმ ემოციის გადმოტანა, რომ ხელისუფლება მიუღებელია, ძნელი იქნება”.
“2020 წელს მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასახელებული იყო პრემიერობის კანდიდატად და არსებული კანონმდებლობის პირობებში ამაზე არანაირ პრობლემა არ ყოფილა. ეს სრულიად შეესაბამებოდა საქართველოში არსებულ კანონმდებლობას. 2020 წლის შემდეგ ამ მიმართულებით არსებითი ცვლილება კანონმდებლობაში არ შესულა. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობდეს. თუმცა “ქართულ ოცნების” მხრიდან გამორიცხული არაფერია. მასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რამდენიმე თვით ადრე გამოაცხადა ამ პოლიტიკური აქტივობის შტაბის აუცილებლობის შესახებ და ეს პროცესი ნელ-ნელა წინ მიდის. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ შეიძლება იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, მე ამ მხრივ მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემით, ამ წუთას იმის შესაძლებლობას, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი, ვერ ვხედავ. ჩვენ ველოდებით არჩევნებს, ეს არის ის მოცემულობა, რაზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ”, – განაცხადა მანჯგალაძემ. მისივე შეფასებით, კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი და “შუა პარტიები” შეძლებენ ისეთი ცენტრის ფორმირებას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ხელისუფლებაში მოვა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პარალელურად ნეგატიური პიარის ორგანიზება კიდევ რთულია, ბარემ ფრონტი “ნაციონალურ მოძრაობასთან” გახსნილი აქვთ და ყველას “ნაცს” ეძახიან და უნდათ ერთ ხარჯზე გამოვიდნენ. არსებობს სხვა ხალხი ბუნებაში, რომელთაც არც “ნაციონალური მოძრაობა” მოსწონთ – ასეთი ხალხი არის, მაგრამ ესენი უმრავლესობაში არ არიან. კარგი იქნება სალომე ზურაბიშვილი და შუა პარტიები შეძლებენ ისეთი ცენტრის ფორმირებას, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ხელისუფლებაში მოვა”, – აღნიშნა მანჯგალაძემ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ოპოზიციის რესურსიც და საპროტესტო ტალღაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უკმაყოფილოა ხალხი არსებული სიტუაციით. მისი თქმით დღეს ეს კრიტიკული მასა არ ჩანს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ოპოზიციის რესურსი და მასის წამოყვანა მის უკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. აქ საკითხავია არის თუ არა მასა საიმისოდ უკმაყოფილო, რომ ოპოზიციას გაჰყვეს?! ძალიან ხშირად გვინახავს და ადრეც არაერთი ყოფილა, როცა ასეთი აქციების მომწყობებს ხალხი მიჰყვება, ოღონდ შეცვალოს სიტუაცია და მერე ამითი პოლიტიკურად გამარჯვებული ვინ იქნება, ისიც აღარ აინტერესებს. ეს კი გამწარების ნიშანია და დღევანდელი რეალობით ასეთი გამწარებული ხალხი, მე მგონი, არ არის. უკმაყოფილოები რა თქმა უნდა არიან და უამრავი საყვედური ეთქმით, მაგრამ გამწარების ფონი საიმისო, რომ ვინც არ უნდა დაიძახოს, აჰყვებიან, ასეთი არაა. განწყობილებაში ისეთი პიკი ჯერ არ დამდგარა, როგორიც 2003, ან 2012 წელს იყო. 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ბევრი მიტინგი და უკმაყოფილების ბევრი ტალღა იყო, მერე უბრალოდ 2012 წელმა მოუყარა თავი ამ ბევრ უკმაყოფილებას. ახლა რასაც ვუყურებთ, ვხედავთ, რომ ოპოზიცია მიტინგებს ვერ აწყობს, უკმაყოფილო ხალხი არ მოჰყვება”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“არის ხოლმე სიტუაცია, როცა ხალხს არც აინტერესებს ვინაა ლიდერი, სააკაშვილის დროს 7 ნოემბრის ამბები რომ იყო, იქ ლიდერი თითქმის არ ჩანდა, არავინ არ იყო, ანუ ის აქცია პოლიტიკურ შედეგებს არავის მოუტანდა. ის აქცია მხოლოდ გამწარების იყო, ხალხს ძალადობაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და მიიღეს კიდევ უფრო მეტი ძალადობა. ესეთი გამოუვალი სიტუაცია დღეს არ ჩანს, რომ ძალადობა იყოს, აპროტესტებდეს და უფრო მეტს იღებდეს. სხვათა შორის, პარლამენტში დებატებსაც ეტყობოდა, რომ ოპოზიციაც კი ცოტა უფრო მშვიდობიანად იყო განწყობილი და ისეთი ემოციური არ იყო, როგორც ადრე. ამის ფონზე კი, ხალხში გადმოტანა იმ ემოციისა, რომ ეს ხელისუფლება მიუღებელია, მე მგონი ძნელი იქნება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“თან დღეს ისეთი ლიდერიც არ ჩანს, რომ თუ ხელისუფლება წავიდა, ის შეცვლის. რომ გაიხედავენ ამ აქციებით პოლიტიკური შედეგების მიღებას ვინ აპირებს, მერე სურვილი უქრებათ, ვნახეთ, რომ ოპოზიციის ლიდერებს საკმარისი რეიტინგი არ აქვთ. მიტინგის უშედეგო ინიციატივა უკვე წამგებიანია, თუ განაცხადეს, რომ მოვაწყოთ მიტინგი და ხალხი არ მოვიდა, მეორე და მესამე განცხადებაზე კიდევ უფრო არ მოვა. ხალხის მასამ ამიტომ დაიკლო, რომ ვეღარ მოჰყავდათ. საქმე ისე არაა, რომ თუ დღეს არ გამოვიდა, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო არ გამოვა. ხალხის პროტესტის ბოქლომს გასაღები კარგად არაა მორგებული, ეს ბოქლომი თუ გაიხსნა, მერე პროტესტის ტალღა მოდის ხოლმე. დღეს ეს ბოქლომი ვერ და არ იხსნება, არც შიგნითაა დაგროვილი ეს განწყობები და როგორც ჩანს, ვერც ესენი ვერ ხსნიან”, – დასძენს რამაზ საყვარელიძე.
ანა ბუჩუკური – „ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა “ოცნების” წევრებს აჯობა ირაკლი კობახიძის­ ქებაში“
“ქართულ ოცნებაში” ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები ჩვენი გუნდისთვის ახალი შესაძლებლობაა, პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძე კი საჩუქარია. რატომ? იმიტომ, რომ ის არის ნულოვანი წონისა და მხარდაჭერის პოლიტიკური ფიგურა. გარდა იმისა, რომ მის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი ოპოზიციური საზოგადოება, ის არც საკუთარ გუნდში არ უყვართ, არც რაიმე გამარჯვებასთან ასოცირდება, არც ღირებულებებთან. ეს არის ადამიანი, რომელიც თავს იწონებს, კონსტიტუციის შემქმნელი ვარო, და თავადვე არღვევს კონსტიტუციას. მან ორჯერ მისცა ბიძგი ქვეყანაში მრავალათასიან საპროტესტო აქციას – ერთხელ გავრილოვი მოიწვია და საკუთარ სავარძელში ჩასვა და მეორედ რუსული კანონი შემოგვთავაზა. ის ტყუილებში დაკარგული `ქართული ოცნების~ დეგრადირებული სახეა. შესაბამისად, ჩვენი გუნდისთვის ის საჩუქარია, შესაძლებლობა, რომ “ქართული ოცნება” ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და ჩვენ ამ შესაძლებლობას აუცილებლად გამოვიყენებთ!” – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა “ოცნების” წევრებს აჯობა ირაკლი კობახიძის ქებაში“.
“ნამდვილად არ ვიცი, ასეთი საჩუქარი სგან დავიმსახურეთ, აშკარად “ძაღლის თავია დამარხული” ამ საქმეში, მაგრამ ცხადია, ჩვენ ახალი შესაძლებლობები მოგვეცა და აუცილებლად გამოვიყენებთ. სხვათა შორის, მადლობა მინდა გადავუხადო იმისათვის, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესაც კი, მაშინ, როდესაც პირველად წარდგა საზოგადოების წინაშე პრემიერის სტატუსით, ყველაზე მეტი დრო ჩვენზე საუბარს დაუთმო. საზოგადოებას მინდა შევახსენო, როგორ აქებდა და ადიდებდა გიორგი გახარიას, როდესაც ის პრემიერი იყო. 20 ივნისის შესახებ კობახიძის სიტყვები სრულად იმეორებდა “ნაცმოძრაობის” ნათქვამს, თან მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ, შავით თეთრზე თქვა, რომ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტზე ორგანიზებულ შეტევას ანუ შტურმს. თუმცა 2020 წლის 26 მაისს მან ზუსტად ამ მოვლენაზე ასეთი რამ თქვა: “ამ ბრძოლაში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს (გახარიაზეა საუბარი), რომელიც საზოგადოების წინაშე წარდგა. მე ვიტყოდი ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანა ბუჩუკური.
“ჩვენი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს ისიც ვერ გაურკვევიათ, რა კომბინაციით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალური კვლევა ადასტურებს, რომ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, რომელსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა არა აქვს. ჩვენ არ ვართ იმ ოპოზიციური პარტიების დღეში, საარჩევნო ბარიერი გადალახვისთვის ვაჭრობას რომ იწყებენ “ქართულ ოცნებასთან” ან “ნაციონალურ მოძრაობასთან”. იმის მაგივრად, ელექტორატის გაზრდასა და საკუთარი იდენტობის გამოხატვაზე იფიქრონ, სახეს კარგავენ. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა “ოცნების” წევრებს აჯობა ირაკლი კობახიძის ქებაში. ზოგიერთს ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებს სთან. ალბათ, მალე კიდევ ბევრი რამ ამოვა ზედაპირზე… არა მარტო ს ვგულისხმობ “გირჩებს” არც “ინჯიები” ჩამოუვარდებიან”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ძალიან დიდი ინფორმაცია მოგვდის მმართველი პარტიიდან. უფრო მეტიც, პირადად მე უფრო მეტი რამ ვიცი, ვიდრე “ოცნების” მთავარმა შემადგენლობამ. ამას გარდა, სანამ ჩვენი გუნდი გამოჩნდებოდა, მუდმივად კრახით მთავრდებოდა ოპოზიციური ერთობის შექმნის ცდები. ჩვენ როგორც კი გადმოვინაცვლეთ ოპოზიციურ ველზე, მაშინვე დავდეთ შედეგი – “ქართულ ოცნებას” 7 მუნიციპალიტეტში დავაკარგვინეთ ძალაუფლება. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, ჩვენ ვითამაშეთ ყველაზე აქტიური როლი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ჩაშლაში. უბრალოდ, ამ კონკრეტულ ფორმატში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, ვინაიდან ამ ფორმატში მონაწილე პარტიები სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ასევე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას”, – ამბობს პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი.
“ამ ფორმატში არიან პირები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, რადგან სააკაშვილი ციხეშია… ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილს, ჩვენ გარდა, ყველა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს პოლიტპატიმრად. არიან პარტიები, რომლებმაც “ნაციონალებთან” თანამშრომლობით იდენტობა დაკარგეს. ამ ფორმატში ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ ეს არ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ. კოალიცია არ გვექნება არც “ნაცებთან” და არც “ქოცებთან”. ჩვენი მიზანია, 50%-ს ქვემოთ ჩავტოვოთ ორივე. რაც შეეხება პატარა პარტიებს, ან თავს დაანებებენ “ნაციონალების” ფუნქციების შესრულებას, ან მათ ბედს ხალხი გადაწყვეტს”, დასძენს ანა ბუჩუკური და შეკითხვაზე – “თქვენც ხომ თანამშრომლობდით “ნაციონალურ მოძრაობასთან” რიგ შემთხვევებში, თუნდაც ადგილობრივ არჩევნებში?” – პასუხობს:
“ამაზე საუბარი არის “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივი. ორივე ხედავს, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა დაყვანილი, ჩვენ კი ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელსაც მზარდი რეიტინგი აქვს. გახარია ნომერი პირველი ლიდერია არა მარტო ოპოზიციურ ლიდერებს შორის. გამოდიან ახლა და რაღაც სისულელეებს გვაბრალებენ. ჩვენ 4 მუნიციპალიტეტში “ოცნებასთან” ვითანამშრომლეთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე – ბიუჯეტის დამტკიცებაში. ეს ნიშნავს, რომ “ოცნება” ვართ?! ჩვენ ვამბობთ, რომ “ნაცმოძრაობა” იქნება, “ოცნება” თუ სხვა, ყოველთვის გამოვიყენებთ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ