ქართული პასპორტის მქონე პირს, ვიზის გარეშე მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლია

ქართული პასპორტის მქონე პირს, ვიზის გარეშე მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.
„უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ და 4 არაწევრ ქვეყანას, ასევე შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ესენია:
ავსტრია, ბელგია, გერმანია, , ესპანეთი, , იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, , სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი
მსოფლიო საპასპორტო ინდექსის ბოლო რეიტინგის თანახმად, საქართველო 50-ე ადგილზეა,“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.