„ქართული ოცნების“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი – არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კვლავ იგივე ღირებულებებით გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ფანჯიკიძის ქუჩა N6-8-ში და მიცკევიჩის ქუჩა N23-25-ში მცხოვრებლებს შეხვდა.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.
დელეგატის თქმით, მიცკევიჩის N23-25-ში 20 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
„განვიხილეთ ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები. „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიას, ადამიანთა უფლებების დაცვას და სამართლის უზენაესობას.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კვლავ იგივე ღირებულებებით გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას,“ – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)