„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ოზურგეთი აუცილებლად გააკეთებს ღირსეულ არჩევანს და ხმას მისცემს მშვიდობას, კეთილდღეობას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ევროპულ მომავალს. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მხარდამჭერს ნდობისთვის!“ , – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო ს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და საარჩევნო კამპანიას აქტიურად განვაგრძობთ ოზურგეთში. თანამოქალაქეებს ქვეყნის მომავალზე ვესაუბრეთ და ჩვენი პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გავაცანით. მჯერა, საზოგადოება 26 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს და მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, მეტ კეთილდღობას და საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, რისი მიღწევაც რეალურად მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებას შეუძლია საზოგადოების მხარდაჭერით!“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთო კუნჭულია და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება გადის ჩამოშლაზე, რაც შეუძლებელია მოხდეს ქუჩის გარეშე, საქართველო კი რუსული და ირანული ფულის „სარეცხის მანქანა“ გახდა, „შავი ხვრელია“, სადაც სანქცირებული ტვირთი შემოდის

აზერბაიჯანის პრემიერი – აზერბაიჯანს და საქართველოს წამყვანი როლი აქვთ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას – ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან

შალვა პაპუაშვილი – ზვიად ცეცხლაძე, რომელთანაც, ევროკავშირის ელჩს, როგორც აღმოჩნდა, მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომს – ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა