ქართველიშვილი: ჩვენი “ალბანიზაცია” თუ “უკრაინიზაცია” ვერ ხერხდება…

დღეს “გლობალური ომის პარტიის” მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი “ალბანიზაცია” თუ “უკრაინიზაცია” ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად- ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში “ვეტინგის” სისტემის დამყარების მცდელობას.
ქართველიშვილის თქმით, საქართველო – ალბანეთისთვის და უკრაინისთვის ცოცხალი მაგალითია იმ ქვეყნის, სადაც შესაძლებელი ყოფილა თურმე სახელმწიფოს სათავეში დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, მოსახლეობის ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნება.
“Judicial Watch-ის და FoxNews-ის მიერ გამოქვეყნებული მასალები საქართველოსთვის არა იმდენად ახალ და უცნობ გარემოებას ეხება, რამდენადაც ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთხელ გამოთქმულ მოცემულობას:
დიახ, “გლობალური ომის პარტია” და მისი იდეოლოგიის ფლაგმანი “სოროსის ფონდი” ღიად მუშაობენ “ურჩ” ქვეყნებში არასასურველი ხელისუფლებების ჩასანაცვლებლად მემარცხენე, ფსევდოლიბერალური და ლიბერალური ფაშიზმის მატარებელი მარიონეტული რეჟიმებით. ამ მსოფლიო მასშტაბის მავნებლების ერთ-ერთი მსხვერპლი – ალბანეთია, სადაც 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყარა სახელწოდება “ვეტინგით” ცნობილი სასამართლო სისტემის რეიდერულ უზურპაციას. ეს პროცესი ფინანსდებოდა ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით, ამ ფინანსური ნაკადების “სწორ კალაპოტში” გადამყვან ფუნქციას USAID-ი ახორციელებდა, ხოლო უშუალო შემსრულებელს წარმოადგენდა “სოროსის ფონდი”.
ამერიკელი მკვლევარების მასალებიდან უტყუარად ჩანს, რომ აღნიშნული პროცესის ორგანიზატორი – პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია იყო. ამ ურთულეს რეგიონში და მსოფლიოში ისეთი მეტსახელებით ცნობილ სახელმწიფოში, როგორიც არის “ბალკანეთის ჩრდილოეთ კორეა” და “ბალკანეთის კოლუმბია” – “გლობალური ომის პარტიის” ძირითად ამოცანას არა პრობლემების გადაჭრა, არამედ მათი საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ გადაყვანა იყო, რომლის ერთ-ერთი ნაბიჯი, მართლმსაჯულებაზე სრული კონტროლის მოპოვებაზე გადიოდა. დღეს “გლობალური ომის პარტიის” მხრიდან საქართველოსთან მიმართებით დაუფარავი გაღიზიანება და გაშმაგებული ბრძოლა, სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული – ჩვენი “ალბანიზაცია” თუ “უკრაინიზაცია” ვერ ხერხდება, ამისთვის გაღებული უამრავი მცდელობის მიუხედავად. ხოლო საქართველო – ალბანეთისთვის და უკრაინისთვის ცოცხალი მაგალითია იმ ქვეყნის, სადაც შესაძლებელი ყოფილა თურმე სახელმწიფოს სათავეში დე-ფაქტო დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე, მოსახლეობის ინტერესებზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შენარჩუნება.”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება