ქალი, რომელიც ამარცხებს ასაკს – განუმეორებელი თათული დოლიძის ახალი ფოტოები – Marao

ქალი, რომელიც ამარცხებს ასაკს – განუმეორებელი თათული დოლიძის ახალი ფოტოები – Marao
თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე, რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომლებშიც მეუღლესთან – ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე.
დღეს თათული დოლიძის კარიერაში სიახლეები ნაკლებადაა, თუმცა მისი პერსონის შესახევ კიდევ ერთხელ ჟურნალმა “City” მოგვითხრო:
“ჩემს ცხოვრებაში ანუ ჩემს ოჯახში რაც ხდება, ყველაფერი მნიშვნელოვანია. ხოლო რაც შეეხება პროფესიას, ჯერ-ჯერობით არაფერია საინტერესო. პირველი კურსის პირველი სემესტრის ბოლო იყო. მანამდე მსახიობობაზე არ მიფიქრია. ეს გადაწყვეტილება ორმა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, გიგა ლორთქიფანიძემ და გიზო ჟორმ მიმაღებინა. რუსთაველის თეატრში კი, თემურ ჩხეიძემ მიმიყვანა.
უკან რომ ვახვევ, ყველაზე ხშირად თავს მახსენებს ბავშვობა, ძალიან დიდი ოჯახი, სიყვარულით, ხალისით და იუმორით სავსე. სტუმრიანი, დიდი სუფრებით, შესანიშნავი მომღერლებით და მოცეკვავეებით. ბაბუაჩემიც ძალიან კარგად ცეკვავდა და მამაც. მშობლები, და-ძმა, ბებია-ბაბუები, ბიძები, მამიდა ყველა ერთად ვცხოვრობდით. არ ვიცი ამდენი ადამიანი ასე შეხმატკბილებულად, ლაღად ცხოვრებას როგორ ახერხებდა. და ყველაზე მთავარი, ის სამი დღე, როცა ჩემი შვილები და შვილიშვილი მოევლინნენ ჩემს ოჯახს.
ჟანრი ნამდვილი შემოქმედია. ის ჩვეულებრივად ვერაფერს ხედავს და ვერაფერს აღიქვამს. საკუთარი და ყველასგან გამორჩეული ხელწერა აქვს როგორც მსახიობს, ასევე მხატვარს ან პირიქით, რადგან მისი პირველი პროფესია მაინც მხატვრობა იყო. ვფიქრობ, ესტრადაზეც ძალიან წარმატებული იქნებოდა, რადგან სასიმღერო ხმაც გამორჩეული აქვს. ხელოვანია საუკეთესო გაგებით. რაც შეეხება ოჯახს, ყოფითი საკითხებიდან ძალიან შორსაა, აღიზიანებს კიდეც, არც აინტერესებს. მოკლედ, საგარეო კაცია”, – ამბობდა თათული City-სთან ინტერვიუში.