ქადაგიძე აშშ-ს ელჩის გამოსვლაზე: ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაიძულოთ ყველა…

„ამერიკის ელჩის ეს პასუხები, რომელიც თავის მართლების ხასიათსაც ატარებდა, ძალიან კარგი ფაქტია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და საქართველოსთვის რეალური შედეგების მომტანი უნდა იყოს,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში და ამით ეხმიანება პარლამენტში -ს ელჩის ს გამოსვლას. როგორც ქადაგიძე წერს, მესიჯები, რომლებიც ელჩის მხრიდან გაჟღერდა „ხალხის ძალის“ პოლიტიკური აქტიურობის გამოძახილია.
„ხალხის ძალის” ეფექტი! დღეს ამერიკის ელჩი საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა: – ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია ვიყო მეუღლე და ორი შვილის დედა… (ფაქტობრივად ბლინკენის “ლგბტ-ნარატივი” უგულებელყო) – ივნისში მე ქართული კომპანიების დელეგაციებს ვუხელმძღვანელებ, რათა მონაწილეობა მივიღოთ “SelectUSA-ში”, რომელიც ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენციაა… – მე „შუა დერეფანში” საქართველოს როლს მხარს დავუჭერ… ამერიკის ელჩის ეს პასუხები, რომელიც თავის მართლების ხასიათსაც ატარებდა, ძალიან კარგი ფაქტია, იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამერიკის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები და სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილი და საქართველოსთვის რეალური შედეგების მომტანი უნდა იყოს. ახლა, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხია ქართული საზოგადოებისათვის მეტად აქტუალური. იმედი მაქვს, ამაზე სერიოზულად დაიწყებენ ვაშინგტონში მუშაობას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაიძულოთ ყველა, რომ სახელმწიფო ზომისა თუ პოლიტიკური წონის მიუხედავად, საქართველოსთან მენტორული ტონით საუბარი არ გამოვა და პარტნიორობა ორმხრივი ვალდებულებაა!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ