ფრიდონ ინჯია – ნათლად ჩანს, რა უნდა დასავლეთს – მიზანი აქვთ დაიპყრონ საქართველო და იყოს მართვადი კოლონია

-მა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში კონფლიქტის წაქეზების ან წინასწარი ღონისძიებებით, შეიძლება ხელი შეუწყო 2008 წლის ომს, როდესაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ინჯიას თქმით, ხელისუფლებამ მიიღო „პოლიტიკური ზეწოლა, სადაც ნათლად ჩანს – „რა უნდა დასავლეთს“.
„გგონიათ, რის დაფინანსებასაც აკეთებს დასავლეთი, მათთვის ეს გამჭვირვალე არ არის? აბსოლუტურად ყველაფერი იციან, ყველა ცენტი მათთვის დათვლილია და არც ისე შემთხვევით, ყველაფერი გეგმის ნაწილია, რომელსაც მიზანი აქვს დაიპყროს საქართველო და იყოს მართვადი კოლონია, როგორც მათ ეს წარმოუდგენიათ. გაანადგურეს ის სამეცნიერო პოტენციალი, რომლითაც ამაყობდა საქართველო. სანაცვლოდ ბიოლაბორატორია გვაჩუქა, რომელიც ეკუთვნის აშშ-ს ერთ-ერთ სამხედრო უწყებას. კითხვა ისმის – რატომ ბიოლაბორატორია და არა ფიზიკის ინსტიტუტი? რატომ დასჭირდა აქ ანდა ში ყოფილიყო ბიოლაბორატორია? და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის – აშშ-მა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში კონფლიქტის წაქეზების ან წინასწარი ღონისძიებებით, შეიძლება ხელი შეუწყო 2008 წლის ომს, როდესაც საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. რომ ავიღოთ კოჰაბიტაცია, შედეგია ის, რომ დამნაშავე პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს აკრძალული უნდა იყოს, პრეტენზია აქვს, დაუბრუნდეს ქვეყნის მმართველობას. იმ პერიოდში სანქციები რატომ არ დაუწესეს, როდესაც ქვეყნის ღალატის მუხლი ამოიღო სააკაშვილმა? ეს მუხლი ხომ იყო აშშ-ში? მაგრამ რა გასაკვირია, სანქციები აშშ-მა ჰააგის სასამართლოსაც დაუწესა, პროკურორებსაც და მოსამართლეებსაც. აქ ყველაფერი ნათელია. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის პოლიტიკური ზეწოლა, რაც ნათლად ჩანს – რა უნდა დასავლეთს. ჩვენ უნდა გავუძლოთ“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.