“ფოტოზე შუაში ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი ლევანი დგას, რომელიც ბოლშევიკებმა სიკვდილით დასაჯეს”

ამ ფოტოზე შუაში ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი ლევანი დგას, რომელიც ბოლშევიკებმა სიკვდილით დასაჯეს. მარჯვნივ მიხა რაზიკაშვილია, ვაჟას დისშვილი, ასევე რეპრესირებული. 37-ში დახვრიტეს. მარცხნივ კი იოსებ მთვარელიძეა, ლევანის ცოლისძმა და მეგობარი. ამ ორი ქალბატონიდან მარცხენა ლევანის ცოლია, თამარი. მარჯვნივ კი სალომეა, მიხა ხელაშვილის და. აი ის სალომე, მიხას მკვლელობის ადგილიდან, მოკლულის ნაწილები კალთით რომ აკრიფა და დედის გვერდით დაასაფლავა, მერე ძმის ნეშტი მოიპარა დუშეთის პოლიციის ეზოდან და ჩარგალში ჩააპარა, ჩუმად, ქურდულად, თავდასხმის მოლოდინში მთელი ღამე რომ თხრიდა საფლავს!

ფოტო 1919 წლის 30 აპრილს არის გადაღებული გორში. ორიგინალის მფლობელი: ნუგზარ რაზიკაშვილი-ჯაფარიძე, ვაჟა-ფშაველას დის, მართას შვილიშვილი.

დავით შუღლიაშვილის ფოტოკოლექცია.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.