ფოტოები: მაკა ზამბახიძე შავ კაბაში იდეალურად გამოყურება – Marao

მაკა ზამბახიძეს ერთადერთი ქალიშვილი, სალომე, პირველი ქორწინებიდან ჰყავს, რომელმაც 2021 წელს რჩეულზე, ირაკლი ცაბაძეზე იქორწინა. ირაკლის და სალომეს ერთი შვილი, მიქაელი ჰყავთ, რომელიც ცნობილი დედისა და ბებიის მეგობრებისგან ყოველთვის უამრავ სითბოსა და კომპლიმენტს იმსახურებს.
“იმდენად მოულოდნელად მოგვევლინა მიქაელი, რომ ნამდვილად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის 38 წლის ასაკში ბებიობა, მაგრამ ძალიან გამაბედნიერა, კიდევ უფრო გამაახალგაზრდავა და საოცარი ემოციებით ამავსო. საოცარ სახელებს ვუგონებ და მთავარი სახელი, რამაც პოპულარობა მოუპოვა მიქაელს, ეს არის „ქოქოსი“. იმდენად აიტაცა ხალხმა ეს სახელი და მოეწონათ, რომ ბევრმა მისი ნამდვილი სახელი არც იცის.
მაკა ზამბახიძის გამომწერებისთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ბებიაა. სოციალურ ქსელში ხშირად აღნიშნავენ, რომ მაკა არაჩვეულებრივ ფორმაშია და ყოველთვის კარგად გამოიყურება: „ბებია? ეს ის შემთხვევაა, როცა ასაკი მხოლოდ ციფრებია“, „უბერებელი ხარ“, „ულამაზესი მაკა“, „საოცრება ხარ“ – წერენ „ინსტაგრამზე“.
მაკა ზამბახიძის ბიოგრაფია
დაიბადა 1983 წლის, 16 მარტს თბილისში.2005 წელს დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის სახელობის უნივერისტეტი (ახლანდელი ი.ჭავჭავაძის სახელობის უნივერისტეტი ) საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.სიმღერა 7 წლიდან დაიწყო ჯილდოც დაიმსხურა „ოქროს მართვე”, რომელიც ცნობილმა მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა გადასცა სიმღერისთის „ამ პატარას იმ პატარას“.2007 წელს გაიმარჯვა პროექტში „იმედის ტალღა“.2008 წელს წარმატებული აღმოჩნდა მისი მონაწილეობა პროექტში „ნუცას სკოლა“.2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ერთად შექმნა „დუეტი ჯორჯია“ და ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს.ბოლო წლებია სოლო კარიერით დაკავდა, თუმცა „დუეტი ჯორჯია“ ნამდვილი ტრამპლინი იყო.ერთ-ერთ წარმატებულ სინგლად სიმღერა „ესა მესას“-ს ასეხელბს.2015 წელს წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა და ცნობილ ტელესახე და მსხიობ, დუტა სხირტლაძესთან ერთად მიყავდა შოუ „ორი ვარსკვლავი“.დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“. აღსანიშნავია, რომ ბენდიში ბექ ვოკალი მისი ქალიშვილი სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია.