ფინეთი რუსეთთან საზღვარზე ნატოს ინიციირებულ “დრონების კედლის” პროექტს უერთდება

ფინეთი უერთდება ნატოს პროექტს, რომელიც რუსეთთან საზღვარზე თავდაცვითი “დრონების კედლის” შექმნას ითვალისწინებს.
ამის შესახებ სახელმწიფო რადიოკომპანია Yle-ს ჟურნალისტებს ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარი რანტანენმა განუცხადა.
პროექტში, რომელიც პროვოკაციებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად, ს მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. ფინეთის გარდა, ესენი არიან ნორვეგია, , ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი. ამავდროულად, რუსეთ-ფინეთის საზღვარი სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 1272 კილომეტრია.
ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა კანონპროექტს თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების შესახებ. ახალი რეგულაციით თავშესაფრის მიღების შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ განსაკუთრებით დაუცველ კატეგორიებს – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ბავშვებსა და ადამიანებს, რომლებსაც სამშობლოში წამების ან სიკვდილის საფრთხე ემუქრებათ.

მარი რანტანენის თქმით, კანონი მიზნად ისახავს ფინეთის აღმოსავლეთ საზღვარზე მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ფინეთის მთავრობამ შესაძლოა ნაწილობრივ გახსნას საზღვარი რუსეთთან, თუკი მიღებულ იქნება ე.წ. კანონპროექტი „გაძევების შესახებ“, რომელიც შესაძლებელს გახდის მესამე ქვეყნების მოქალაქეთათვის თავშესაფარზე უარის თქმას საზღვარზევე და მათ დეპორტაციას კვლავ რუსეთში. ამის შესახებ განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.
ჰელსინკი მოსკოვს ბრალს სდებს საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტი ნაკადის ორგანიზებაში. რუსეთი ამას უარყოფს.

რუსეთ-ფინეთის ურთიერთობები მკვეთრად გამწვავდა ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 2022 წლის თებერვალში. ფინეთმა უარი თქვა ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე და ნატოს წევრი გახდა. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ დარჩება უშედეგოდ. ამასთან, რუსეთი უარყოფს, რომ მიგრაციას ფინეთზე ზეწოლისთვის იყენებს.