ფინეთი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, უკრაინას საბრძოლო მასალას მიაწვდის

ფინეთი გახდა ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა ევროკავშირის პროგრამის, რომელიც ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამისთვის 90 მილიონი ევროა გამოყოფილი.
ევროკომისიასთან შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ფინეთი ს მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს. საბრძოლო მასალას ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან შეიძენენ და მისი ღირებულება გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება, რომელიც ევროპის „მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით გადაირიცხება – სულ 90 მილიონი ევრო.
„ეს ახალი პაკეტი, ჩვენს 660 მილიონი ევროს ოდენობის ეროვნულ დახმარების პროგრამასთან ერთად, გააძლიერებს კავშირებს ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და უკრაინის მიმართ ფინეთის მხარდაჭერას შორის“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა.

ასევე დაგაინტერესებთ