ფემიციდის მორიგი ფაქტი თბილისში | 27 წლის ქეთევან ედიბერიძე ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს – ახალი დეტალები

ს უმძიმესი და სასტიკი ფაქტი. ჩვილი ბავშვის მძინარე დედა ქმარმა სასიკვდილოდ დაჭრა. ქეთევან ედიბერიძე კლინიკაში მიყვანის დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა მეუღლის მიერ მიყენებული ჭრილობები იმდენად მრავლობითი და მძიმე აღმოჩნდა, რომ მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

კლინიკაშია მოთავსებულია თავად ბრალდებული. სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ მან თვითმკვლელობა სცადა. რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად კავლელაშვილი მეუღლეს, არავინ იცის. ერთადერთი, რაზეც ახლობლები საუბრობენ, ბრალდებულის ალკოჰოლზე დამოკიდებულება იყო, რაც ოჯახში არაერთხელ გამხდარა კონფლიქტის მიზეზი.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი