ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება

ფაქტია უკვე ის, რომ -ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება
ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა იმისა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს ემსახურება.
„ფაქტია უკვე ის, რომ აშშ-ში ახალ პრეზიდენტს აქვს უკეთესი გაგება მსოფლიოს რეალობების, ვიდრე ჰქონდა მის წინამორბედს და ამიტომაც ვიმედოვნებთ ჩვენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, რის შესახებ მზაობა მაღალ დონეზე, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არა ერთხელ გაცხადდა. ეს იმედი ეფუძნება იმას, რომ ახალ პრეზიდენტს აქვს მწვავე აღქმა იმისა, რომ ომი ცუდია, როდესაც ის არაფერს ემსახურება, რომ ომი, რომელიც ში მიმდინარეობს და ამდენი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, აუცილებლად უნდა დასრულდეს და რომ არ შეიძლება ახალი საომარი კერები იხსნებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს ასე სურს.
რა თქმა უნდა, ეს ემთხვევა ჩვენს მშვიდობის ხედვას და იმ ანტიმილიტარისტულ საქმიანობას, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ეწევა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბორჯომის ვაგზლის ბაზრობა” ეკუთვნის “თიბისი ბანკის” მიერ დაფუძნებულ სააქციო საზოგადოებას “თბილისი ცენტრალი” – კახი კალაძე რატომ არ მივიდა ხანძრის ადგილზეო, ტვ “პირველი” რომ კითხულობს, მამუკა ხაზარაძე რატომ არ მივიდა, ჩემო “ობიექტურებო”

ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო- წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა

რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაში მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს