ფავლენიშვილი: სადარბაზოსთან დამხვდა 5 ადამიანი – ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი

ნაციონალური მოძრაობის წევრ, ს თქმით, მას 5 სპორტულად ჩაცმული პირი სადარბაზოსთან დახვდა და სიტყვიერად დაემუქრა მაშინ, როცა ის ცოლთან და ერთი წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა.
“დღეს, დღის, 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ.
ჩვენ იმ გვარის ვართ, უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!” – წერს ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში