უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 22.5%–ით გაიზარდა

უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 30.7 ათასი შეადგინა, რაც 22.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.2 ათასი პროფესორმასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9 პროცენტით მეტია.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია პროფესორ-მასწავლებელთა რიცხოვნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2023/2024 სასწავლო წელს.